12:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:07:13, 1243 ნახვა

სამხედრო
გომელაური - 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი

2022 წელს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი,  სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის,  მაღალი გამავლობის  ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში,   გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით,  სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა.

„2022 წელს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი,  სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის,  მაღალი გამავლობის  ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის  შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი  და მათი  საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ასევე გაგრძელდება სამსახურის  ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 5 ერთეულ სახანძრო მანქანას მიიღებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics