18:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:01:15, 428 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკელებმა უკრაინელებს უპილოტო საფრენი აპარატი და საარტილერიო თვითმფრინავები უნდა გადასცენ

„ამერიკელებმა უკრაინელებს ისეთი შეიარაღება უნდა გადასცენ როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატი და საარტილერიო თვითმფრინავები, რადგან უკრაინას თავს ესხმის რუსული არტილერია“,-ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „CNN“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ყველაზე მეტად რაც უკრაინელებს  სჭირდებათ  სამხედრო შეიარაღებაა.
 „არის სიტუაციები, როდესაც იარაღის შეჩერება მხოლოდ  იარაღის ძალით შეიძლება. დღევანდელი სიტუაცია მე მაგონებს ავღანეთის ომს, როდესაც საბჭოელებმა  ორი ფაქტორის გამო წააგეს.  ეს არის ნავთობზე დაბალი ფასი  და სარაკეტო შეიარაღება, რომელსაც რეიგანი  აწვდიდა ავღანელ ამბოხებულებს.  ახლაც იგივე ვითარებაში ვართ. ნავთობზე ფასები ეცემა  და სახეზეა რუსეთის რევანშისტული აგრესია. ახლა ის,რაც ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინელებს და რასაც მოითხოვენ  არის შეიარაღება. მათ სჭირდებათ უპილოტი საფრენი აპარატები, ეს კი მათ შეიძლება ამერიკელებმა მისცენ და ვფიქრობ  ახლა ზუსტად შესაბამისი დროა. ჰილარი კლინტონმა ერთელ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა დაიმსახურეს  სამხედრო დახმარება მათი  გმირული წინააღმდეგობის  გამო“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics