2015-02-02 11:27:36, 658 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.00-2.02 ლარად არის შესაძლებელი.
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეთა ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებაში შაბათ–კვირის მანძილზე მყარდებოდა. ისინი ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ.
რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს შეძენა 2.22 – 2.26 ლარად არის შესაძლებელი.
ლარმა გამყარება 30 იანვრიდან დაიწყო, ამ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაანონსა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან