14:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-05 11:38:58, 5600 ნახვა

სხვადასხვა
5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა

5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა .

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. 53 ნაცემი და დაზარალებული ადამიანი მედიიდან, წარმომადგენლებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედია-საშუალებებზე, რომლებიც ცენტრალურ გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად და „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა. ძალადობრივ მოვლენებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. გამოძიების პროცესის მიმართ ახლაც არაერთი პრეტენზია აქვთ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და ოპოზიციას, რომლებიც ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელი ძალადობრივი ქმედებების წაქეზებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების გარემოებების გამოძიება, მთავარ მოთხოვნად რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics