11:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 14:01:44, 691 ნახვა

რეგიონი
ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებში გაზიფიცირების ახალი ეტაპი იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზიფიცირების პროცესის დაწყებას გაეცნო. ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გაზის გაყვანის სამუშაოები 2016 წლის გეგმით გაზის გაყვანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ქვედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვის, ხუცუბანი-ნაკაიძეების, დაგვის მპოსახლეობისთვის მოხდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით მოხდება ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - კაპრეშუმის, ზედა ახალშენის, ახალშენის, ხეღრუს, განახლების, სამების, ქვედა სამების დაქსელვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება და 4855 აბონენტს მოიცავს.

„სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე 350 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics