12:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 16:26:15, 730 ნახვა

რეგიონი
ბათუმი ზაფხულის სეზონს რეაბილიტირებული ქსელით ხვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმში 110 კვტ. ქვესადგურში „ბათუმი 4" სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა სს „ენერგო-პრო ჯორჯია"-ს გენერალურ დირექტორთან მიხეილ ბოცვაძესთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მათივე ცნობით, არსებულ ტრანსფორმატორს დაემატება ორი ახალი ტრანსფორმატორი, რითაც ქვესადგურის მიერ გატარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე სამჯერ გაიზრდება.

„სამუშაოები დასრულდება საზაფხულო სეზონის დადგომამდე და განახლებული ქვესადგური უზრუნველჰყოფს ბათუმის განსაკუთრებით დატვირთული უბნების ენერგომომარაგების სტაბილურობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს 110 კვტ. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „ადლია 1" და „ადლია 2" სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკურორტო სეზონის დადგომამდე დასრულდება. განახლებული გადამცემი ხაზები სრულად უზრუნველჰყოფენ მთლიანად ქ. ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებას.

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბულვარში. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. ამავდროულად, ქობულეთის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს 35 კვტ. მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქობულეთის სანაპირო ზოლის ენერგომომარაგების სტაბილურობას, გაზრდილი მოხმარების პირობებში. რაც შეეხება გონიოსა და კვარიათს, სანაპირო ზოლის მკვებავ 10 კვტ. გადამცემ ხაზს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics