15:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 09:39:04, 2304 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: კორუფციული სკანდალი უკრაინისთვის სასარგებლო არ არის

„მათ აქვთ კორუფციული სიტუაცია, რომელიც მათთვის სასარგებლო არ არის... მე ვთქვი, რომ ეს სამი წელია გრძელდება, არა? განა ეს არ ვთქვი? ასე რომ, გრაფიკს ვასწრებ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს დიდი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას.

მან დასძინა, რომ მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“ და ხაზი გაუსვა მის სურვილს, თავიდან აიცილოს სიცოცხლის დაკარგვა.

 ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) თანამშრომლებმა იერმაკის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. თავად იერმაკმა აღნიშნა, რომ მან გამომძიებლებს მის სახლში სრული წვდომა მისცა და მათთან თანამშრომლობს.

გამოძიება „ენერგოატომში“ მითვისების საქმეს უკავშირდება. NABU-ს ცნობით, სქემა ზელენსკის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ტიმურ მინდიჩმა მოაწყო და შესაძლო ბენეფიციარები მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. საქმის მასალებში ასევე ნახსენებია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, რომელიც 25 ნოემბერს მოწმის სახით დაიკითხა.

გამოძიების ფონზე, ზელენსკის პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოწოდებები იერმაკის გადადგომის შესახებ, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტმა ადრე უარი თქვა ამაზე.

„ენერგოატომის“ საქმე ბოლო წლებში უკრაინაში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ გამოძიებად იქცა და უკვე გამოიწვია ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრების გათავისუფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics