12:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 13:23:49, 6534 ნახვა

სპორტი
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ „მეცში“ ითამაშებს

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფრანგული „მეცი“ „კოლხეთი 1913“-ის თავდამსხმელით, გიორგი აბუაშვილით ინტერესდება და მხარეები გარიგების დასრულებასთან ახლოს არიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ გარიგება შედგა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ამ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

Footmercato-ს ცნობით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე იჯარით „მეცის“ ღირსებას დაიცავს.

„ერთ ქართველს მეორე მოჰყვა. გიორგი წიტაიშვილის „მეტსში“ ჩასვლიდან რამდენიმე დღეში გიორგი აბუაშვილის ჯერი დადგა. 22 წლის ასაკში ის საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოვიდა. ის ჩვენთან ერთწლიანი იჯარით კოლხეთიდან ითამაშებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, გეორგიის შეძენით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ „ბრისტოლ სიტი“, „ხეტაფე“, „ელჩე“, „გენგამი“ და „ესპანიოლი“.

შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი პორტუგალიურმა კლუბმა „პორტუმ“ 18 წლის ასაკში თბილისის „დინამოდან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის კარიერა პორტუგალიაში არ გამოუვიდა. რუმინულ გუნდ „პეტროლულში“ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა და ფორმაში ჩადგომა ფოთის „კოლხეთში“ შეძლო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics