03:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 12:13:12, 480 ნახვა

რეგიონი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა იმართება

სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, 2024 წლის 19 ნოემბრიდან დღემდე ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ე.წ. ბორდერიზაციის 11 ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრიბაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ექვსი მოქალაქე. ასევე საუბარი შეეხება საანგარიშო პერიოდში ე. წ. უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა 19 ნოემბრიდან დღემდე, სულ 11 შემთხვევა. უკანონო ე.წ .ბორდერიზაციის პროცესმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები მოიცვა. აღნიშნული დესტრუქციული ქმედება ძირითად მოიცავს რკინის ღობეებისავდა მავთულხლართების განახლების პროცესს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics