12:54 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 15:19:14, 895 ნახვა

სპეციალური ანონსი
19:00 საათზე ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 6 დეკემბერს თბილისში, ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირისკენ მარში გაიმართება. 

ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრება 19:00 საათზე დაიწყება. 

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გმობს ძალადობას, დესტაბილიზაციას და ქვეყნის უკუსვლას ევროინტეგრაციის გზაზე! ვერთიანდებით, ვაპროტესტებთ!“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ასევე დაგეგმილია: 

თბილისი:

14:00 საათი - „ეროვნული გალერეა ეკუთვნის ხალხს“ - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა;

14:00 საათი - აქცია თეატრის და კინოს უნივერსიტეტთან - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;

16:00 საათი - „შეწყვიტეთ ძალადობა“ - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

19:00 საათი - „ვერთიანდებით, ვაპროტესტებთ“ - ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისი;

19:00 საათი - „საზოგადოებრივი მაუწყებელი პარასაკევის შემდეგ ეთერს აღარ დაგვითმობს“ -  საზოგადოებრივი მაუწყებელი; 

19:00 საათი - „ყველანი რუსთაველზე“;

რუსთავი: 

20:00 საათი - „საქართველოსთვის! ერთმანეთისთვის!“ - რუსთავის მერიასთან;

ბათუმი

17:00 საათი - „საქართველოს მომავლის დასაცავად!“ - ევროპის მოედანი;

19:00 საათი- „მუსიკოსები - საქართველოს მომავლის დასაცავად!“ - ევროპის მოედანი;

ქუთაისი

17:00 საათი - „ძირს მოძალადე რეჟიმი!“ - მერიის წინ;

ამბროლაური

15:00 საათი - „პროტესტი გრძელდება!“ - 9 აპრილის მემორიალთან;

ლაგოდეხი

16:00 საათი - „შენს ქვეყანას სჭირდები, გამოდი აქციაზე!“ - საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია; 

ვაშინგტონი

14:00 - Stand with Georgia - Sanction Ivanishvili! - თეთრი სახლის წინ;

ვარშავა

13:00 - „ჩვენი ხმის გაერთიანება მნიშვნელოვანია!“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

დუბლინი

13:00 - „გვითხრას საქართველოს საელჩომ თავისი პოზიცია!“ -  დუბლინი, საქართველოს საელჩო;

ჟენევა

16:00 - „არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ - Place des Nations.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics