12:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 15:38:33, 659 ნახვა

რეგიონი
ქედის მერი გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელ გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრა პროექტის "საზაფხული ბანაკი მოსწავლეებისთვის" ფარგლებში გაიმართა.

"პროექტი სხვადსხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის მერთან ვიზიტი და საქმიანობის გაცნობა, ვიზიტი ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლაშქრობის მოწყობა მუნიციპალიტეტის მთებში.   

პროექტში გეგელიძეებისა და ჯალაბაშბილების საჯარო სკოლის VII და XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართული.

შეხვედრას ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ჯალაბაშვილების და გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და პროექტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მერს განათლების, პროფესიის, სწავლის დაფინანსების, მერის საქმიანობის შესახებ კითხვები დაუსვეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მოისმინეს.

პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics