23:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:25:07, 528 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

"პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, პაციენტთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით“ - ბათუმში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მიესალმა და აღნიშნა რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები და გამოცდილებების გაზიარება მნიშვნელოვანია ამ სექტორში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის.

"მინისტრმა გადაუხადა მათ აქტიური თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თეა გიორგაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics