21:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:12:12, 827 ნახვა

სხვადასხვა
სოზარ სუბარი „ერისთავობის“ დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  ქსნის ხეობელთა ტრადიციულ დღესასწაულს  „ერისთავობა 2015“-ს დაესწრო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, „ერისთავობის“ დღესასწაული  ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში,  ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას დევნილი სპორტსმენებიც იღებდნენ. შეჯიბრში გამარჯვებულები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დააჯილდოვა.

სუბარმა ასევე დაათვალიერა ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო დევნილი ბავშვებისა და ქალბატონების ნამუშევრები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ,  სოზარ სუბარმა  წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში „ახალგაზრდობის სახლის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  „ახალგაზრდობის სახლში“ დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ხატვა, ძერწვა, მინანქარსა და თექაზე მუშაობა

„ერისთავობის“    დღესასწაულს  ასევე დაესწრნენ  დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი  ნუგზარ ყიფიანი და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

ქსნის ხეობის ტრადიციულ დღესასწაული  წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics