17:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 01:26:36, 610 ნახვა

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობამ 46.17% შეადგინა

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობამ 46.17% შეადგინა

მისივე თქმით, ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა, 55 547 ადამიანს შეადგენს.

„რვა საათის შემდეგ როგორც მოგეხსენებათ რომ ყველა უბანი დაიხურა,

აქტივობა გახლავთ 46.17%.

ოლქში რეგისტრირებულია 17 საჩივარი , შემოსული უბნების რაოდენობა სადაც დარღვევა დაფიქსირდა 20 გახლავთ.

ეს არის ისეთი სახის საჩივრები, რაც კენჭისყრაზე ზეგავლენას არ მოახდენს. მე, უბრალოდ გავდივარ ოქმის რეკვიზიტების სისწორეს  და ვაკეთებ იმ ტოლობას, რაც უნდა დადგეს მისი შექმნის შემდეგ,

რაც შეეხება სერიოზულ დარღვევებს, 46-ე უბანზე შეიქმნა პრობლემა გადასატან ყუთთან დაკავშირებით.

საარჩევნო ოლქში არ ფიქსირდება დიდი რაოდენობით ბათილად ცნობილი ბიულეტენები, ბათილობა დგება მისი წესის შესაბამისად, როდესაც აკლია მას ბეჭედი ან სხვა. ჩვენ აქ კოლოსალური ციფრები არ გვაქვს.

რაც შეეხება 89-ე უბანს, აქ 39 ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენით, თუმცა შემდეგ ეს დარღვევა გამოსწორდა“, - განაცხადა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics