12:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 09:38:46, 675 ნახვა

გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს

დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, - ამის შესახებ „სტრატეგუია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და ხმა მიცსენ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.

„ძალიან დიდი მადლობა მოქალაქეებს, ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ჩემს ოჯახთან, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად მოვედი და ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. ხმა, რა თქმა უნდა, მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ, რომ დღეს თქვენს ხელშია საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულბრივი დღე, ეს განსაზღვრავს შემდეგ ათწლეულებს, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა და როგორ წავალს წინ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და უფლებას. ნებისმიერ ოპოზიციური პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics