2015-01-28 15:17:06, 492 ნახვა
სამართალი
ვარკეთილის ნაგავსაყრელზე ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს
ვარკეთილის ნაგავსაყრელზე ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც შსს-ში ამბობენ შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალშობილი გარდაცვლილი დახვდათ.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან