2015-01-27 11:17:37, 489 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, ერთერთ მეწარმეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების და ყადაღის მოხსნაში თითქოსდა დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოტყუებით თაღლითურად 3 000 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან