11:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 13:25:04, 2557 ნახვა

კულტურა
მაესტრო ენიო მორიკონეს კონცერტისთვის მზადება იწყება

28–30 აპრილს თბილისს რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერი, სტეფანო კუჩი ეწვევა. ის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან მოსამზადებელ რეპეტიციებს ჩაატარებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენიო მორიკონეს კონცერტის რეპერტუარი თბილისში უკვე გამოგზავნილია. აღსანიშნავია, რომ სტეფანო კუჩი დიდი ხანია, თანამშრომლობს მაესტრო მორიკონესთან. 

შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე პირადად უდირიჟორებს რომის სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც მასთან ერთად საქართველოში 18 მაისს ჩამოფრინდება. სცენაზე კომპოზიტორს, მისი ცნობილი კინომუსიკის შესასრულებლად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის 70–კაციანი გუნდი შეუერთდება.

კონცერტი 19 მაისს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, დარბაზის 2018 წლის სეზონის გახსნის აღსანიშნავად. 

ენიო მორიკონეს კონცერტი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაიმართა და ეძღვნება კომპოზიტორის 60–წლიანი ბრწყინვალე მუსიკალური კარიერის აღნიშვნას. 

ბილეთების ყიდვა მაესტრო მორიკონეს კონცერტზე დასასწრებლად შესაძლებელია ვებპორტალიდან www.tkt.ge. აღნიშნულ პორტალზე ბილეთები 20 აპრილიდან იყიდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics