|
2015-01-14 16:29:19, 600 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურასთან აქციას მართავს
„პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის ორგანიზატორმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულია ნივთები, რომლის შესახებაც მათ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რათა გამოძიება დაწყებულიყო. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო, თუმცა აღარ გაგარძელებულა. ამასთან, ინაშვილმა პროკურატურის მიმღებში მთავარი პროკურორის მოადგილეებთან შეხვედრის მოთხოვნით, მიმართვა შეიტანა. „ჩვენ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უმძიმესი ვითარებაა შექმნილი საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან შევიტყვეთ. ჩვენ ვეყრდნობით არაერთ აღნიშნულ გამოძიებას და გვაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი უნიკალური ნაშრომი ქრება საცავებიდან. აბსოლუტურად დაუცველია ეროვნული საგანძური. ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ მთავარ პროკურატურას ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებაზე და ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა. ჩვენ აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავიგოთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. გვინდა შევხვდეთ მთავარ პროკურორს ან მის რომელიმე მოადგილეს, რათა ის მასალები გადავცეთ, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებიდან მოვიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნივთია გამქრალი და ამ ყველაფრის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობას ვაყენებთ, რადგან, სწორედ ის არის პასუხისმგებელი მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)