19:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 14:29:41, 1028 ნახვა

მსოფლიო
პუტინის, ლუკაშენკოსა და ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს შედგება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და  ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შედგება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე  დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა  20 მარტს ასტანაში გაიმართება. დღევანდელი ვითარებით, რუსეთის და ბელორუსიის მხარემ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს“,-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.

მისივე თქმით შეხვედრის თარიღის გადატანის მიზეზი, სამი ქვეყნის ლიდერთა გადატვირთული განრიგი გახდა.

შეხვედრაში ვლადიმერ პუტინის მინაწილეობა,  რუსეთის  პრესსამსახურმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში სამმხრივი შეხვედრა 13 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

ერთ, ერთი ვერსიით,  რუსული მედია საშუალებები,   შეხვედრის გადადებას ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics