13:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 14:17:54, 792 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა. 

კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოაედანზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა ხელძღვანელი პირები დაესწრნენ. კურსის დასრულების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მსმენელებს კურსის დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წარმატება უსურვა.

უწყების ცნობით, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

საბაზისო ზამთრის კურსის ფარგლებში, საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა სამხედრო მოსამსახურეებს თხილამურებზე სრიალი და ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები გააცნეს. მონაწილეები თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს“ მოწყობას დაეუფლნენ. სამხედროებმა სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში ტაქტიკური მარშებიც განახორციელეს.

ცნობისთვის, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და დღეს ოფიციალურად დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics