2015-03-01 14:59:04, 878 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს მონაცემებით, ერაყში ბოლო ერთ თვეში 1100 ადამიანი დაიღუპა
ერაყში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი1100 ადამიანი გახდა.
არსებულ მონაცემებს გაერო-ს მისიის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათვივე ინფორმაციით, 1100 ადამიანიდან 600 მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები არიან.
მათივე ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 2000 ადამიანია დაჭრილი.
გაერო-ს ექსპერტების განმარტებით, მათ ანგარიშში არსებული მონაცემები მოპოვებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ერაყის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.
ხოლო რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს, იქ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან