18:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 18:34:26, 1012 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო ჩვენმა მთავრობამ

"მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს, მშენებლობა",-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მცხეთის აგარაკების ქირაობასთან  დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა კი, იქ ასვლას  დღევანდელი მთავრობის წევრები გეგმავენ.

ივანიშვილის თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი  ფაქტების შესახებ მას არ სმენია:

"არ მაქვს არანაირი ფაქტები, რომ ისინი აპირებენ აგარაკებზე ასვლას, ეს შეიძლება თქვენი მონაგონი იყოს , მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს მშენებლობა.  გამოასახლეს  ხალხი და კვირიკაშვილი შესახლდება?  როცა ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის პროექტში  იყო შეტანილი აგარაკების მშენებლობა მთავრობისთვის. ახლა რასაც ამბობთ,  არავითარი ფაქტები არ გაგაჩნიათ",-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics