13:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:59:40, 761 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, დღეს სახეზეა ლარის 30%-იანი გაუფასურება, რაც სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება.

თუმცა, მისივე შეფასებით, ლარი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება.

„ლარის დევალვაცია სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე იმპორტზე არ ასახულა. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებული არის, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უნდა დასტაბილურდეს უახლოეს მომავალში და დასტაბილურდება კიდეც უახლოეს მომავალში. მოკლდევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური და კომერციული კურსი ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება. ეს ყოველთვის რამდენიმე დღიანი შუალედია. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები დასრულდება, ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო“, - განაცხად გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics