23:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 20:51:13, 1431 ნახვა

ომი უკრაინაში
კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით

პირველი, რისი მიღწევაც გვინდა, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა - ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე და აქედან მაგალითად ტერიტორიაზე გადადიხარ. ხუთი ძირითადი ოლქია: ლუგანსკი ჩრდილოეთში, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი, და დისკუსია იმაზეა, თუ როგორ გამოიყურება ეს - ამის შესახებ უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა.

,,ტერიტორიაზე ჩვენ ვამბობთ, რომ “ადგილზე გაყინეთ”. თუ იმ მიწაზე ხარ, რომელსაც აკონტროლებ, რადგან მისთვის იბრძოლე, მაშინ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად აქედან დავიწყებთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება; ჩვენ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეზე, ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამე ადგილზეა; ვსაუბრობთ, ვინ გააკონტროლებს მას. ჩვენ განმეორებით ვამბობთ, რომ ამ ელექტროსადგურის გახსნაში დახმარებას გავუწევთ, ამას დიდი დრო დასჭირდება, რათა ამოქმედდეს ის და ელექტროენერგია მიაწოდოს მთელ რეგიონს;

ჩვენ ვსაუბრობთ [უკრაინელი] ბავშვების სახლში დაბრუნებაზე. ეს საკითხი, ბავშვების სახლში დაბრუნების შესახებ,  ზელენსკისთან პრეზიდენტმა ტრამპმა წამოწია. 20 000-30 000 დაკარგულია. პრეზიდენტი ზელენსკიც კი ამბობს, რომ ზოგიერთის დაბრუნება შეიძლება ვერ მოხერხდეს. იმედია, მათაც დავაბრუნებთ;

საუბარია NATO-ზეც, NATO-ს ჩართულობაზე, როგორ გამოიყურება NATO. შეიძლება არ მოგვწონდეს ამის თქმა უკრაინისთვის, მაგრამ ეს შეიძლება ახლო მომავალში ვერ მოხდეს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა - არა. და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ "მდგრადობის ძალებზე". ეს არის ძალები, რასაც E3-ს ეძახიან, მაგრამ ახლა ეს უკვე E4-ია. ჩვენ ვესაუბრებით ბრიტანელებს, ფრანგებს, ასევე გერმანელებსა და ახლა უკვე პოლონელებსაც, რომ მდინარე დნეპრის დასავლეთით ძალები ჰყავდეთ, რაც ნიშნავს, რომ კონტაქტის ზონის მიღმა იქნება და აღმოსავლეთით სამშვიდობო ძალები გყავდეს და როგორი იქნება ეს, მესამე მხარის ჩართულობით, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეალური მონიტორინგი შეძლო'' - თქვა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics