|
2025-03-03 11:05:18, 1897 ნახვა
რეგიონი
ლელო - გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომელსაც კოალიციის ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტიურია „ცხელი ხაზი“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობიდან შემოდის ზარები, სხვადასხვა სახის დახმარების თხოვნით. „შემოსული ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფებში ნაწილდება და მყისიერი რეაგირება ხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, სტიქიის მეორე დღესვე ჩაერთო. სოფლებში - მერია, ციხისფერდი, ლიხაური, ბაღდადი, დვაბზუ, ბუკნარი, ნასაკირალი, ქვენობანი, ბასილეთი, ჯუმათი,სილაური, ურეკი, მელექედური და შემოქმედი, ასევე, ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ჩოხატაურის ქუჩები თოვლისგან გაიწმინდა. სამივე მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ოჯახი საკვებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგდა. თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, თევზის კონსერვი, ხორცის კონსერვი, ძეხვი, ტკბილეული, სანთელი, ასანთი და ბავშვებისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები. მოთხოვნის და დანიშნულების შესაბამისად, მედიკამენტებით 30-ზე მეტი ოჯახი მომარაგდა. ვახტანგ სურგულაძე პირადად ჩაატარა არაერთი პირდაპირი და სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია. ალეკო ელისაშვილის ჯგუფმა ლანჩხუთსა და ოზურგეთში რამდენიმე სახლის სახურავი თოვლისგან გაწმინდა. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო” რჩება სტიქიის ზონაში და მოხალისეებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდას და ჰუმანიტარული პროდუქტების განაწილებას განაგრძობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)