2016-03-08 11:15:50, 591 ნახვა
სამხედრო
ამერიკის შეერთებული შტატები მაისში, საქართველოში სამხედრო წვრთნებს გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები მაისში საქართველოში სამხედრო წვრთნებს გეგმავს.
ამის შესახებ სააგენტო DefenseNews ევროპაში შეერთებული შტატების არმიის მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებთან დაკავშირებით შავი ზღვის გავლით საქართველოში სატანკო და საჰაერო სადესანტო ასეული შემოვა.
ბენ ჰოჯესის თქმით, შეერთებული შტატები, გაზაფხულზე სამხედრო წვრთნების გამართვას თურქეთში, პოლონეთსა და გერმანიაშიც აპირებს.
ცნობისთვის, წვრთნები სახელწოდებით "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში გასულ წელსაც გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან