2016-03-03 13:44:52, 664 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ესტუმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიან სამხედრო ოჯახს ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა სოფრომაძესა და მის მეუღლეს მეოთხე შვილის დაბადება მიულოცა.
გენერალ-მაიორმა ქალბატონ მაია თოფურიას დედის დღის აღსანიშნავად ყვავილების თაიგული მიართვა და ბედნიერი დედობა უსურვა.
ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა სოფრომაძე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსია. ახალშობილი სოფრომაძეების ოჯახში მეოთხე ვაჟია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან