21:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 17:25:37, 561 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - უსაფრთხო საცხოვრისი წელს 110-მა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დღეს დამატებით 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.

"პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე და ოჯახებს ახალი საცხოვრისი მიულოცა.

2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 5 016 840 ლარი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე. 

მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამით ამ დრომდე 110-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით",- ნათქვამია ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics