|
2021-05-02 19:40:22, 3953 ნახვა
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა. ტურნირის მსვლელობისას, ბასილაშვილი ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და ბოლო ორ შეხვედრაში არცერთი საკუთარი გეიმი არ წააგო. იგივე ხდებოდა შტრუფის წინააღმდეგ პირველ სეტში – ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და სამივე პირველ მოწოდებაზე, მეორე ბურთზე კი ექვსიდან ექვსი ქულა აიღო. "ეს ბასილაშვილისთვის მეხუთე ტიტულია ამ დონის ტურნირზე", — ვკითხულობთ პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ასოციაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. 2021 წელს ბასილაშვილმა მოიგო დოჰას ტურნირიც. სწორედ ამ ტურნირის მეოთხედფინალში დაამარცხა მან ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)