17:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:27:09, 1233 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში "რუხი მოლი"–ს მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების პროცესი დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამოყვანილია საძირკველი და ბეტონის საყრდენი კონსტრუქციები.

„რუხის სავაჭრო ცენტრი მულტიფუნქციური იქნება და ის 4 ჰექტარზე განთავსდება. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ასევე ვეტერინარული კლინიკა განთავსდება..

სავაჭრო ცენტრში ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება იმისითვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური ხარისხის მომსახურეობა და პროდუქტი მიიღოს რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ ასევე დევნილ მოსახლეობას ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე ერთ სივრცეში ისარგებლოს ყველა სახის მომსახურებით“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics