2020-08-09 17:13:05, 10121 ნახვა
სპორტი
საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ალბანეთის „ტირანას“ დამარცხება მოუწევს
„დინამო“ თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ შეხვდება - ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს ჩემპიონი განთესილებში იყო - მისი სავარაუდო მეტოქეები კი ბრესტის „დინამო“, „რიგა“, „ტირანა“ და „სილექსი“ იყვნენ.
„ტირანა“ 25-ჯერ გახდა ალბანეთის ჩემპიონი. ამჯერად ეს 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.
ამ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთრაუნდიანია - მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,