22:29 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 15:13:32, 7377 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი - იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფექციურში გადაიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფექციურში გადაიყვანეს.

მისი თქმით, არც ერთ მათგანს ამ დრომდე კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება არ ჩატარებიათ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ საღამოდან მთელი ღამის განმავლობაში 10 პაციენტი მივიღეთ. აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, რომლებიც დღეს გადადიან ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისათვის. მათ ჩვენთან მოყვანამდე ტესტირება არ ჩატარებიათ. ზოგს სუსტი ხველა ჰქონდა, ზოგს ყელის ტკივილი, ზოგს კი სურდო. ამიტომაც, ამ ადამიანების ჯგუფი გამოცალკევდა და მოყვანილი იქნა ჩვენთან დაკვირვების ქვეშ ერთი ღამით, დღეს კი გადავლენ ინფექციურ საავადმყოფოში. ყველა მათგანი არის იტალიიდან. ზოგი არის პიზადან, ზოგი რომიდან, ზოგიც კი ნეაპოლიდან. ძალიან ფართო იტალიური გეოგრაფიული საზღვრები აქვს თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics