12:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 15:50:07, 1440 ნახვა

სამხედრო
ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს.

„დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ნატოს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში“ ვიზიტისას, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნატოსთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. JTEC-ის მეთაურმა სტუმრებს ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics