2023-04-04 10:40:41, 1361 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების აერომობილური მომზადების კურსი დასრულდა
საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.
უწყების ცნობით, კურსის დასრულების ცერემონიალი მუხროვანში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ გადასცა. ცერემონიალს დაზვერვის სასწავლო სკოლის ხელმძღვანელები პირები დაესწრნენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),