2026-04-11 19:43:07, 4762 ნახვა
მსოფლიო
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ისლამაბადში ამერიკა-ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები - CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
მოლაპარაკებების დაწყებამდე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ კატარისა და სხვა ქვეყნების ბანკებში გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას დათანხმდა.
აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე, ცალ-ცალკე შეხვედრები გაიმართა პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერმინისტრს, შეჰბაზ შარიფს შეხვდა. შარიფთან შეხვედრა გამართა ირანის წარმომადგენლობამაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,