13:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 15:32:12, 467 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს სიგელები გადასცა

სკოლა „ინტელექტში“ ესეების კონკურსის „საქართველო და ევროპა“ გამარჯვებულები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ დააჯილდოვა.
კონკურსში, რომელიც სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ჩატარდა, მონაწილეობა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ესეებში მათ დაასაბუთეს, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის ნაწილი და
აღნიშნეს ის სირთულეები, რაც ამ პროცესს თან ახლავს.
დაჯილდოებამდე, სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია და ვიდეორგოლი იქნა ნაჩვენები.
შეხვედრას დავით ბაქრაძე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი და სკოლის დირექტორი ორესტ პესჩანენკო ესწრებოდნენ.
მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა. მოხარული ვიქნები, რომ მსგავსი ღონისძიებები ბევრ სხვა სასწავლებელშიც ჩატარდეს, რათა მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია და გაიზარდოს დაინტერესება ევროკავშირის, მისი ინსტრუმენტების, ღირებულებების მიმართ. ეს მრავალეთნიკური სკოლაა, როგორც დირექტორმა თქვა და ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეების თხზულებების მოსმენა, ასევე ძალიან საინტერესო კრეატიული კლიპის. მთლიანობაში, მგონია, რომ ეს ის გზაა, საითკენაც საქართველო უნდა განვითარდეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics