15:56 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 16:42:15, 5357 ნახვა

სამხედრო
კობახიძის რუბიოსთან საუბრის შემდეგ, თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის  შესახებ მონაცემები flyradar 24-ის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

Boeing C-17 Globemaster არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.  flyradar 24 მონაცემებით, ამერიკის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფRინავი თბილისში, გერმანიიდან ჩამოფრიდა.

მარშრუტზე აფრენის ადგილად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული.  ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სახდეპის განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ამჯერად სხვა დეტალები არ ვრცელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics