03:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 16:55:53, 348 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები  ირაკლი ალასანია და  ალექსი პეტრიაშვილი  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული  პრობლემები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს „თავისუფალი დემოკრატების“ საქმიანობა კოალიციიდან გასვლის შემდეგ.
,,დეტალურად ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე და იმ პრობლემებზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით საქართველოს დაუდგა. ვისაუბრეთ, ასევე, რუსეთზეც, შევეხეთ, ასევე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოწადინებულია, რომ მხარი დაუჭიროს ისეთი გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ყველა ოპოზიციური ძალისთვის გახსნის სივრცეს რეალურად კონკურენტულ გარემოში ყოფნისა და იმისა, რომ მოემზადოს არჩევნებისთვის. განსაკუთრებით საუბარი იყო კონკრეტულ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, რის გარეშეც პოლიტიკის კეთება წარმოუდგენელი იქნება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას  ესწრებოდნენ მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალიანი და ირაკლი ჩიქოვანი.
 შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics