2019-02-13 16:45:33, 3113 ნახვა
ევროპის ამბები
ინაშვილი: სააკაშვილი მაინც მოხვდება მატროსოვზე, სადაც 24 საათი „ობიექტივი" ექნება ჩართული სრული სიამოვნებისთვის
„ეს ის შემთხვევაა, როცა არსებაზე ( სააკაშვილს ვგულისხმობ) ვეღარც ბრაზდები. ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ- გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! ეს ერთი. მეორე- თუ, ცხადია, მანამდე ამსტერდამის ფსიქიატრიულში არ მოხვდა. მესამე- თუ ამსტერდამის ფსიქიატრიულმა დამასწრო, მაინც გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! და მერე გამოფხიზლდება მატროსოვზე და დაპირებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება "ობიექტივის" პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!“
ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ავტორი: ,