2015-04-02 16:01:10, 641 ნახვა
სამხედრო
მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრის ფრაგმენტები დაკრძალეს
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრის ფრაგმენტები დაკრძალეს.
42 სამხედროს ცხედრის ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართელო დღეს ქართველ გმირებს გლოვობს და მათ არასოდეს დაივიწყებს.
აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრების ფრაგმენტები გასული წლების განმავლობაში, იდენტიფიცირების მიზნით, დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან