13:11 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 22:53:58, 3650 ნახვა

კულტურა
Vanity Fair-ი 2017 წლის ოქროს გლობუსის სავარაუდო ნომინანტების სიას აქვეყნებს

ოქროს გლობუსის რიგით 74-ე დაჯილდოება 2017 წლის 8 იანვარს გაიმართება. წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტებს 12 დეკემბერს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია გამოაცხადებს.

ოფიციალურ დასახელებამდე Vanity Fair კინოკრიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, სავარაუდო ნომინანტების სიას აქვეყნებს:

საუკეთესო მხატვრული ფილმი/დრამა

მანჩესტერი ზღვასთან
ჯეკი
წინაღობები
მთვარის შუქი
სალი

საუკეთესო მხატვრული ფილმი/მიუზიკლი ან კომედია

La La land
მეოცე საუკუნის ქალი
ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი
სიმღერის ქუჩა
ლობსტერი

საუკეთესო შესრულება დრამაში/მამაკაცი

ქეისი აფლეკი- მანჩესტერი ზღვასთან
დენზელ ვაშინგტონი- წინაღობები
ტომ ჰენკსი- სალი
ენდრიუ გარფილდი- სინდისის ქენჯნა
ჯოელ ედგერტონი- სიყვარული

საუკეთესო შესრულება დრამაში/ქალი

ემი ადამსი- ჩამოსვლა
ტარაჯი პ.ჰენსონი- დამალული ფიგურები
იზაბელ იუპერი- ის ქალი
რუტ ნეგა- სიყვარული
ნატალი პორტმანი- ჯეკი

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/მამაკაცი

რაიან გოსლინგი- La La land
ჰიუ გრანტი- ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი
კოლინ ფარელი- ლობსტერი
უორენ ბიტი - წესებს არ ექვემდებარება
დონ ჩედლი- წინ მაილს!

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/ქალი

კეიტ ბეკინსელი- სიყვარული და მეგობრობა
ანეტ ბენინგი- მეოცე საუკუნის ქალი
ლილი კოლინსი- წესებს არ ექვემდებარება
ემა სტოუნი- La La land
მერილ სტრიპი- ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/მამაკაცი

მაჰერშალა ალი- მთვარის შუქი
ჯეფ ბრიჯესი- ნებისმიერ ფასად
ლუკას ჰეჯესი- მანჩესტერი ზღვასთან
ლაიამ ნისონი- სიჩუმე
დევ პატელი- ლომი

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/ქალი

ვიოლა დევისი- წინაღობები
გრეტა გერვიგი- მეოცე საუკუნის ქალი
ნაომი ჰარისი- მთვარის შუქი
ნიკოლ კიდმანი- ლომი
მიშელ ვილიამსი- მანჩესტერი ზღვასთან
კინოკრიტიკოსების რჩეული ამ კატეგორიაში ვიოლა დევისია.

საუკეთესო რეჟისორი

დემიენ ჩეიზელი- La La Land
ბარი ჯენკინსი- მთვარის შუქი
კენეტ ლონერგანი- მანჩესტერი ზღვასთან
მარტინ სკორსეზე- სიჩუმე
დენზელ ვაშინგტონი- წინაღობები

საუკეთესო სცენარი

მანჩესტერი ზღვასთან
ჯეკი
მთვარის შუქი
ნებისმიერ ფასად
წინაღობები

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/დრამა

სამეფო კარის თამაშები
გვირგვინი
ველური დასავლეთის სამყარო
უცნაური ამბები
ეს ჩვენ ვართ

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/მიუზიკლი ან კომედია

ატლანტა
განქორწინება
თეთრი ყვავი
ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური
აშკარა
ვიცე პრეზიდენტი

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/დრამა

კლერ ფოი- გვირგვინი
ვაინონა რაიდერი- უცნაური ამბები
ევან რეიჩელ ვუდი- ველური დასავლეთის სამყარო
ტენდი ნიუტონი- ველური დასავლეთის სამყარო
ქეითრიონა ბალფი- უცხოელი

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/დრამა

ენტონი ჰოპკინსი- ველური დასავლეთის სამყარო
რემი მალეკი- მისტერ რობოტი
კიფერ საზერლენდი- ბოლო კანდიდატი
მეთიუ რიზი- ამერიკელები
მეთ სმიტი- გვირგვინი

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/მიუზიკლში ან კომედიაში

სარა ჯესიკა პარკერი- განქორწინება
ჟულია ლუი დრეფუზი- ვიცე პრეზიდენტი
მინი დრაივერი- მუნჯი
ისა რეი- თეთრი ყვავი
ფიბი ვოლერ ბრიჯი- ძველმანები

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/მიუზიკლში ან კომედიაში

გაელ გარსია ბერნალი- მოცარტი ჯუნგლებში
ტედ დენსონი- კარგი ადგილი
დონალდ გლოვერი- ატლანტა
ნიკ ნოლტი- გრეივსი
ჯეფრი ტამბორი- აშკარა

საუკეთესო მინი - სერიალი ან სატელევიზიო ფილმი

ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია
ღამის ადმინისტრატორი
ერთ ღამეს
დანაშაული ამერიკულად
გილმორის გოგოები: ცხოვრების ერთი წელი

მინი - სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

კორტნი ბი ვეინსი- ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია
ტომ ჰიდლსტონი- გოგონა გამოძახებით
ბრაიან კრენსტონი- ბოლომდე
რიზ აჰმედი- ერთ ღამეს
ბენედიქტ ქამბერბეტჩი- შერლოკი: საშინელი საცოლე

მინი - სერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი

სარა პოლსონი- ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია
ლილი ტეილორი- დანაშაული ამერიკულად
კერი ვაშინგტონი- დარწმუნება
ლორენ გრეჰემი- გილმორის გოგოები: ცხოვრების ერთი წელი
რაილი კეოჰი- გოგონა გამოძახებით

ცნობისთვის, ოქროს გლობუსი [ამერიკული კინოპრემია], ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან კინო - და ტელეფილმებისთვის აწესებს. ოქროს გლობუსის დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდგომში რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს გადაეცა, რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics