11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:59:06, 4223 ნახვა

კულტურა
ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართება

1 ოქტომბერს, 18.00 საათზე, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ, ფანდურო და აფხიარცა" გაიმართება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები დარეჯან მახაშვილი, თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი,  კომპოზიტორები ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი, ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე  თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი  „იბერი", აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა.

საღამო მიჰყავს მუსიკათმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის   დოქტორ  მარიკა ნადარეიშვილს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics