2016-09-16 15:01:22, 808 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ , ხელი შეგვიშალონ
„ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ხელი შეგივიშალონ“,-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია 2 წლიანი ანგარიშის დასრულების შემდეგ, პიონერთა სასახლეში მომხდარ ინციდენტს, სადაც „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი დარბაზში შეიჭრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ იმას, რომ საქმიანობაში ხელი შეგვიშალონ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუქციული დიალოგი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან