13:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 16:23:36, 960 ნახვა

კომენტარი
ეკა მიშველაძე: მედიის მიერ მსგავსი ჩანაწერების ტირაჟირება უნდა დასრულდეს

პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე ინტერნეტსივრცეში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის გავრცელებას ეხმაურება.

მიშველაძის თქმით, საქართველოში  მსგავსი ჩანაწერების გაკეთებისა  და შემდეგ გავრცელების პრაქტიკა  ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.  ამასთან, მიშველაძის შეფასებით, ასევე დაუშვებელია ფარული ჩანაწერების მედიის მიერ ტირაჟირება:

"უნდა დასრუდლეს მედიის მიერ მსგავსი ჩანაწერების ტირაჟირება, რადგან ეს არის ორი ადამიანის პირადი საუბარი. მართალია ამ საუბარში არაფერი სკანდალური არ არის, რასაც  ჩვენ მიგვაჩვიეს მთელი ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, მათი პირადი სივრცე. თუ იქნებოდა ამ ადამიანების სურვილი, მათ შეეძლოთ გაევრცელებინათ, რომელ მედიასაშუალებაშიც უნდოდათ იქ. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული მედიის წარმომადგენლებით და ნებისმიერი მოქალაქის ჩათვლით, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება-გავრცელება და შემდეგ ტირაჟირება დაუშვებელია",-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

შგახსენებთ, ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics