13:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 13:21:38, 912 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმე განსახილველად მიიღო

ნიკა გვარამიასგან „რუსთავი 2“-ის თემაზე გამარჯვების ყიჟინა ისმოდა. ძალიან კარგი, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი მიიღო - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, საქმე არა მესამე, არამედ პირველივე ინსტანციაში დამთავრდებოდა.

„ნიკა გვარამიასგან „რუსთავი 2“-ის თემაზე გამარჯვების ყიჟინა ისმოდა. ძალიან კარგი, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი მიიღო - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. უზენაესი სასამართლო საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებაზე გამარჯვების ყიჟინა არ მესმის, პირიქით, რომ არა ეს ხელისუფლება, ზუსტად ისეთივე რეჟიმი იქნებოდა, როგორც ნიკა გვარამიას პროკურორობის პერიოდში იყო. მესამე ინსტანციაში კიარა, ხელისუფლება საკითხს  პირველივე ინსტანციაში დაამთავრდება. ხელისფლება ამ საკითხში არ ერევა და პოზიტიურია, რომ თემა  უზენაესი სასამართლოში განიხილება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics