12:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 16:44:41, 1268 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ფარმწარმოების და კლინიკური მიმართულებით ბელარუსთან ურთიერთობას გავაფართოვებთ

„ორი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას, იქნება ფარმწარმოება და კლინიკური მიმართულება“, - აღნიშნული განცხადება დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საგამოფენო სივრცე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, დელეგაციის წევრებს გაესაუბრა და  ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო.

მინისტრის განცხადებით, საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობა ორი მიმართულებით გაღრმავდება.

„მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ  და მეორე - კლინიკური მიმართულება - ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა,“- განმარტა დავით სერგეენკომ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics