13:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 15:07:27, 631 ნახვა

რეგიონი
ნოდარ ჯავახიშვილი სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სურების  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უგზოობაა, რაც განსაკუთრებით მძაფრად უხვი ნალექის დროს იჩენს ხოლმე თავს. მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება.

 მინისტრმა სურების მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა,  რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული და უახლოეს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლამდე მისასვლელ 18 კილომეტრიან გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და მისი მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული,  ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული გზის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics