12:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 18:19:43, 619 ნახვა

სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურე გადის.

სამთო მომზადების მიმდინარეობას დღეს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პირადად გაეცნო. გენერალ-მაიორი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და სამთო კურსის წარმატებით დამთავრება უსურვა.

საბაზისო ზამთრის კურსის პირველ ეტაპზე საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან. უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნობიან. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა მოუწევთ.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics