2015-01-08 13:39:13, 679 ნახვა
სამართალი
მარტვილში 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირების მიერ მოჭრილი და დასაწყობებული 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე- ტყე (მრგვალი მორები) აღმოაჩინეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა მიმდინარეობს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან